გიული ალასანია „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხებს რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლა არ დგინდება, უნდობლობას უცხადებს და მეტიც, არ სჯერა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ანალიზები „ლიმბახის“ ლაბორატორიაში გააგზავნეს. ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი აცხადებს, რომ კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მკურნალობას, ჩხაიძე აცხადებს, რომ მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკაში განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.