პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა სადაც სთხოვა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს. პაპუაშვილი კომისიის მოსაზრების დაჩქარებულად წარმოდგენის საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგს ასახელებს.