საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ასახელებს. მთავრობის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდეტსა და მთავრობას შორის არსებული პრობლემა გაცილებით სიღრმისეულია.