ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.
„ავიაკომპანია არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, -აცხადებენ ავიაკომპანიაში.