კოლუმბიის დასავლეთ პროვინციაში, ვალე დელ კაუკაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა.
ხიდი მდინარე ლა ვიეჯაზე ჩამოინგრა, ის ერთმანეთს კვინდიოსა და ვალე დელ კაუკას ტერიტორიებს აკავშირებდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულები, პოლიციელები იყვნენ, ისინი ხიდზე მანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ხიდი ჩაინგრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხიდის ჩანგრევისას გადარჩენილი მოქალაქეები ახლომდებარე სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები.