ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა უკრაინაზე 19 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 39 დარტყმა განახორციელა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ძალები თავს უკრაინული ჯარების კონცენტრაციისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ესხმიან თავს. რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა, ლიმანზე, ბახმუტზე, ავდიივკასა და მარინკაზე შეტევების განხორციელებაზეა მიმართული.
გენშტაბის განცხადებითვე, გრძელდება რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის წინააღმდეგ შეტევებს წარმატებით აგრძელებს.