საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. გაჩნდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის შესაძლოა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც ყოფილიყო, თუმცა ოპოზიციური პარტიების განცხადებით პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალებაზე კვლავ უარი განაცხადა. მათივე თქმით სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი.