პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, დაუშვებელია რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხება.
მორავეცკი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, დასავლეთისთვის შესაძლოა „ოქროს ხანის“ დასასრული დაიწყოს. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება დასავლეთის ეკონომიკურ სიძლიერეს აღადგენს და მისი სიძლიერის განმტკიცების გარანტი იქნება.