საქართველოს თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი "ჩვენი ჯარი" გრძელდება. პროექტის ფარგლებში სამხედროები საქართველოს 700-მდე სკოლას ესტუმრნენ.პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ.
ჯარისკაცებმა მათ თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.