ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ბოლონიელებმა „მილანს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 89:84 დაამარცხეს. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა – მილანელებსა და ბოლონიელებს ევროლიგაზე რთული სეზონი ჰქონდათ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ წლევანდელი გათამაშება კარგი სტატისტიკით დაასრულა. 27 წუთში მან 15 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება, 7 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს, მარკო ბელინელიმ კი 21 ქულა ჩააგდო.
14 მოგებით და 20 მარცხი – „ვირტუსმა“ ევროლიგა მეთოთხმეტე ადგილზე დაასრულა. ბოლონიელები მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი შეხვედრა 16 აპრილს „ტრენტოსთან“ ელით.