მანჩესტერ სიტისთან ანგარიშით 0:3-ით წაგების შემდეგ შემდეგ "რეკორდმაისტერის" ერთმანეთს სადიო მანე და ლეროი ზანე დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის შედეგად, მანემ ზანეს სახეში ხელი გაარტყა და ტუჩი გაუხეთქა.
ბაიერნის ხელმძღვანელებმა, გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გადაწყვიტეს, რომ მანე გაურკვეველი ვადით გუნდს ჩამოაშორონ. გუშინ სენეგალელს გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მისცეს. 31 წლის მოთამაშეს გაესაუბრა გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელიც. ფეხბურთელს მოხსენების ჩაბარება მოსთხოვა კლუბის ხელმძღვანელობამ. გადაწყვეტილია, რომ მანე რაღაც დროით გუნდს ჩამოშორდეს და ამის შესახებ ოფიციალურად თავად მიუნხენურმა კლუბმა დაწერა.
ბაიერნმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მანე ჰოფენჰაიმთან გასამართი მატჩისთვის გუნდის განაცხადში არ იქნება. გარდა ამისა, სენეგალელ ფეხბურთელს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კლუბი მანეს მხოლოდ ჰოფენჰაიმთან არ ყოფნაზე წერს, მედიაში ვარაუდობენ, რომ იგი უფრო ხანგრძლივი დროით დაისჯება.
სანეს და მანეს დაპირისპირება მატჩის 83-ე წუთზე დაიწყო, როცა მათ ერთმანეთს უსაყვედურეს. კამათი მატჩის შემდეგ, გასახდელში გაგრძელდა და ხმამაღალ დისკუსიაში გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანე ბაიერნში გასულ ზაფხულს, ლივერპულიდან გადავიდა და მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.