ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კაბინეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებისა და თავდაცვითი სექტორის მმართველებისგან მიიღო. მისივე თქმით, ქვეყანა აქტიურად ელოდება პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მიწოდებას და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებითვე, გამარჯვება სულ უფრო ახლოვდება.