აღდგომის ღამით მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან კი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - Palitra News

აღდგომის ღამით მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან კი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

2023-04-14 09:09:27+04:00

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით, 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით გადაადგილება უფასო იქნება.