როგორც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გაუქმებული ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა რათა მას აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო. მე-5 პრეზიდენტის მიერ ვიზიტის გაუქმებას შეფასებები მოყვა ოპოზიციაში. მათი თქმით ისინი დიდი მოლოდინით ელოდნენ ევროპარლამენტში ზურაბიშვილის ვიზიტს. მათივე თქმით პრეზიდენტის მხრიდან დამატებითი განმარტებები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილები მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესები დაზარალდა.