სააღგგომო სუფრა წარმოუდგენელია პასკის და წითელი კვერცხის გარეშე. მაგრამ საინტერესოა ეს გემრიელი ბატკანი საიდან იღებს სათვეს ,რომელოიც ბოლო დროს ასეთი პოპილარულია ....
როგორც ამბობენ, ამ ტრადიციის ფესვები იუდაიზმიდან მოდის. პასექსის დღესასწაულზე ებრაელების სუფრაზე საპატიო ადგილს ცხვრის ხორცი იკავებს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
დროთა განმავლობაში ტრადიცია ასე დამკვიდრდა - ბატკნის ხორცი -ბატკნის ფორმის ნამცხვარმა ჩაანაცვლა და სააღდგომო სუფრაზე საპატიო ადგილი დაიკავა.
როგორც ამბობენ, ეს ტრადიცია საფუძველს შუა საუკუნეებიდან იღებს. ცომის მთავარი ინგრედიენტებია: კარაქი, კვერცხი, შაქარი, ფქვილი. ზოგი არაჟანს, ნაღებს, რძეს ან მაწონს უმატებს. მთავარი კი ბატკნის ფორმაა, რომელიც ბევრ ადგილას იყიდება. არის როგორც მეტალის, ასევე სილიკონის.
ტრადიციის მიხედვით სააღდგომო კრავის მომზადება უნდა მოხდეს დიდ ხუთშაბათს, სამზარეულოში, სადაც ნამცხვარი ცხვება, აბსოლუტური სიჩუმე უნდა იყოს, კარ-ფანჯრების გაღება და ხმამაღლა ლაპარაკი არ შეგიძლია. წინაპრები თვლიდნენ, რომ კარ-ფანჯარა არის კავშირი გარე სამყაროსთან, რომელშიც ბოროტი ძალები ცხოვრობენ.
რაც შეეხება გაფორმებას, შესაძლებელია მხოლოდ შაქრის პუდრის მოყრა, ან შოკოლადის მოსხმა. ზოგი კისერზე წითელ ლენტსაც უკეთეს და ჯეჯილზე სვამს - თითქოს, ბატკანი ბალახობს.