ირლანდიის რესპუბლიკაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ბაიდენი ირლანდიის რესპულიკის პრეზიდენტს და ირლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ირლანდიის პარლამენტს, მიმართოს. ის აშშ-ის რიგით მე-4 პრეზიდენტი იქნება, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირალნდიის პარლამენტში სიტყვით გამოვა. ბაიდენი ირლანდიის რესპუბლიკას ბელფასტის, იგივე „კარგი პარასკევის“ შეთანხმების მიღწევიდან 25 წლის გასვლასთან დაკავშირებით ეწვია. 1998 წლის შეთანხმებამ, რომელიც ორივე მხარესთვის მისაღები იყო, ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის არსებული 30-წლიანი დაპირისპირება მოაგვარა.