საფრანგეთში მასობრივი გაფიცვა გაიმართა. პროფკავშირების გაფიცივის მიზეზი საპენსიო რეფორმაა, რომელიც საპენსიო ასკაის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. პროფკავშირების წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, რიგით მეთორმეტე დემონსტრაცია გამართეს, რომელიც ახალი რეფორმების კანონიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოიტანს. აქციას ქარხნის მუშები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქებში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. მასობრივი დემოსნტრაციების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ის გეგმავს პროფკავშირებს შეხვდეს.