ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საელჩოს 15-ი თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ მოქმედებდნენ. ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის დონის შესამცირებლად და ამ გზით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.