მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა 10:00 საათზე დაიწყო. წირვა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ჩაატარა. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.