სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებულია გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.