"ლელო" საქართველოსთვის ლიდერები საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდნენ. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მათ ელჩთან საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს . მათი თქმით ახლა, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების მხრიდან პარტნიორებთან ასეთი ტიპის შეხვედრები. მათი განცხადებით საუბარი რეგიონში შექმნილ სიტუაციასაც შეეხო და ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზეც გამახვილდა.