ბიბისის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ.ი ქოლ ცენტრების თაღლითურ სქემაში საქართვრლოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთ მთავარ ფიგურადაა მოხსენიებული. თავად კეზერაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მმართველი პარტიის დეპუტატი აშშ-ის ელჩს საქართველოში მოუწოდებს დავით კეზერაშვილი დაასანქცირონ. თავად ელჩის განმარტებით, ისინი წინასწარ არ საუბრობენ სანქიცების თემაზე. ბრიტანლური საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოძიებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრშიც.