საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია პოლონეთში გაიმართა და მასში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც მონაწილეობდა. საკითხს შემაფასებები მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციის და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან.