აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ეს ჯო ბაიდენის პირველი კომენტარია დოკუმენტების გაჟონვის მომენტიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით.
“მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტისთვის არაფერი არ არის, რასაც შესაძლოა რამე შედეგები ჰქონოდა”, - აღნიშნა ბაიდენმა.