სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო - Palitra News

სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

2023-04-13 17:22:26+04:00

სტრასბურგში, 18 აპრილს, დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავდა.