ჯანდაცვის სამინისტრომ, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების მინიმალური მოთხოვნები დაამტკიცა. სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების მქონე მასალები გამოიყენოს. ცვლილებების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაა.