იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სამმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა. გვრიტიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოსამართლეებისგან ერთგვარი სოლიდარობის აქტია. „აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ - წერს გვრიტიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.