პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად - Palitra News

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად

2023-04-13 15:28:02+04:00

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საიდუმლო მასალების თანახმად, ვაშინგტონი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ყურადღებით აკვირდებოდა.

მედიის ცნობით, ერთი საიდუმლო დოკუმენტი ფოკუსირებულია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე, რომელიც გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა.

დოკუმენტების თანახმად, გაერო-ს გენერალურ მდივანს იმდენად სურდა შეენარჩუნებინა შეთანხმება, რომ მზად იყო, დაეკმაყოფილებინა რუსეთის ინტერესები.