რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას, პირადად მოაწერა ხელი. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა მიანიშნებს, რომ კრემლში იზრდება პოლიტიკის მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენა, რომლებიც პუტინს ვაშინგტონთან დაპირისპირების გაღრმავებისკენ უბიძგებენ.
კორესპონდენტი ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო ჩასული. მას 2-თვიანი წიანსწარი პატირმობა ჰქონდა მისჯილი.