უკრაინაში ომის 414-ე დღეა. ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სირენების ხმა ისმის უკრაინსი დედაქალაქ კიევშიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის რაიონში გრძელდება. რუსები ცდილობენ ქალაქი სრულად გააკონტროლონ, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ აღწევენ.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ომის დაწყებიდან დღემდე 180 500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 540 მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში. რუსების დანაკარგები ასევე მოიცავს 3646 ტანკსა და 300-ზე მეტ ვერტმფრენს.