5 ქვეყანას შორის მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაღრმავება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა საქართველოში ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად განიხილეს. შეხვედრა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების მიზანი ინფორმაციული სისტემის ეფექტიანი გამოყენება და მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხო გარემოს შექმნაა.