ბიბისის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში ეგრედ წოდებული ქოლ ცენტრების თაღლითურ სქემაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთ მთავარ ფიგურადაა მოხსენიებული. თავად კეზერაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მმართველი პარტიის დეპუტატები აშშ-ს ელჩს საქართველოში მოუწოდებენ, დავით კეზერაშვილს სანქციები დაუწესონ. კელი დეგნანი კი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა მსგავსი ბრალდებები გამოიძიოს.