კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. პირველი ეტაპის ფარგლებში, ექსპერტებმა მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების შესწავლა დაასრულეს. დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებული და მობილური მომსახურების კონკრეტულ ბაზრებზე წინასწარი რეგულირების საჭიროება არსებობს. მათ შორის დასხელდა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. „Bitstream” სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ შემდგომ ეტაპზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საჭიროა განისაზღვროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და შესაბამისი ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნას, მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებასა და კონკურენციის ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება საბოლოო მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობაზე.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური