„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქართველები გარბიან და ყველა მეთოდს მიმართავენ ქვეყნის დასატოვებლად.
"გერმანიაში, აეროპორტში რეგისტრაციაზე ვდგავართ მე და ნიკა, შოტლანდიაში მივფრინავთ საინტერესო ხალხთან შესახვედრად. უცებ პოლიციის 5 ოფიცერი წრეში გვიქცევს და პასპორტის რუტინულ შემოწმებას იწყებს, ლამის დაგვაპატიმრონ. დამატებითი ჯგუფი უერთდება, დახმარება ხომ არ გჭირდებათო, ოფიცერს ეკითხება.
ამის შემდეგ ავიაკომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ჩვენ მათი კომპანიის ბორტზე ვერ აგვიშვებენ, ჩემს კითხვაზე - რატომ? პასუხი იყო, საქართველოს პასპორტებით ბევრი ცდილობს ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევას და ამიტომო, შესაბამისად, მოხსნილი ხართ რეისიდანო.
ალბათ, მიხვდებით, რა რეაქცია მექნებოდა ამაზე. განსაკუთრებით "თქვენი ქვეყნის პასპორტის" ასე ხსენებამ გამაგიჟა. უკვე მივფრინავთ, თუმცა, ეს შეურაცხმყოფელი განცდა არ მტოვებს. ქართველები გარბიან და ყველა მეთოდს მიმართავენ ქვეყნის დასატოვებლად. ქვეყნისა და პასპორტის იმიჯი დიდი პრობლემაა, ისევე როგორც დაცარიელებული ქვეყნის. უნდა შევცვალოთ ეს, თან სასწრაფოდ!", - წერს მამუკა ხაზარაძე.