ფართო მოხმარების პურზე ფასი 10 თეთრი შემცირდა. თუმცა ეს შედეგი ფქვილის ფასის შემცირების შემდეგ არ დამდგარა, არამედ მოლაპარაკებები გახდა საჭირო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პურის მწარმოებლებს შორის, რის შემდეგაც ე.წ. სოციალური პურის მოსალოდნელი გაიაფება მთავრობის სხდომაზე დაანონსდა.
რა კატეგორიის პურსა და პურპროდუქტებს შეეხო ფასის კლება? რელურად არსებობდა თუ არა ამისთვის ობიექტური მიზეზი და თუ ასეა, რატომ გახდა ამისთვის საჭირო მთავრობის ჩარევა? არის თუ არა 10 თეთრიანი კლება, ფქვილის გაიაფების პროპორციული და უნდა ველოდოთ თუ არა მომავალშიც პურზე ფასის შემცირებას? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია წისქვილკომბინატ "ბარაქას" დირექტორი ლადო ბიძინაშვილი