პოტერის სერიალზე იტყობინებოდნენ, საბოლოოდ დადასტურდა — HBO Max, რომელიც ამიერიდან, უბრალოდ, Max-ის სახელით იმაუწყებლებს, ლეგენდარულ ჯადოსნურ სამყაროზე მუშაობას იწყებს.
ჯერ კიდევ 2021 წელს, გამოცემა The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კინოსტუდია Warner Bros.-ის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია ჯოან როულინგის შვიდწიგნეულის ტელეეკრანზე გაცოცხლებას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ კი, უცხოურმა მედიასაშუალებებმა თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაავრცელეს და დასძინეს, აგერ ჩვენ და აგერ თქვენ, Warner Bros. მალე ყველაფერს იტყვისო. ასე აგიხდეთ ყველა კეთილი სურვილი — სულ ახლახან კინოკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ზასლავმა Max-ის რებრენდინგთან ერთად სიახლეც გვახარა.
მაშ ასე, რა გავიგეთ სერიალზე, რომელზეც Max მუშაობს?
1. თითოეულ წიგნს თითო სეზონი დაეთმობა
2. პერსონაჟებს ახალი მსახიობები განასახიერებენ
3. სერიალი მაქსიმალურად ახლოს იქნება წიგნებში მოთხრობილ ამბავთან
4. აღმასრულებელი პროდიუსერის როლს თავად როულინგი მოირგებს
5. სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს