NBA-ის ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მას 1998 წლის ფინალებში ეცვა, აუქციონზე სარეკორდო, 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სარეკორდო ფეხსაცმელი მაიკლ ჯორდანს 1998 წლის NBA-ის სუპერფინალის მეორე შეხვედრაში ეცვა, რომელშიც მან 37 ქულა ჩააგდო, „ჩიკაგო ბულსმა“ კი „იუტა ჯაზი“ ანგარიშით 93:88 დაამარცხა. მატჩის შემდგომ, „მეფემ“ ფეხსაცმელი „იუტას“ ბოლ ბოის აჩუქა, რომელსაც სტუმართა გასახდელზე ზრუნვა ევალებოდა.
აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელად ასევე ჯორდანის Air Ships-ი ითვლებოდა, რომელიც 2021 წელს 1.472 მილიონ დოლარად გაიყიდა. გასულ წელს კი მაისური, რომელიც NBA-ის ლეგენდას ბოლო სეზონში ეცვა, აუქციონზე 10.1 მილიონ დოლარად გაიყიდა და ეს ყველაზე ძვირადღირებულ სამატჩო ატრიბუტად ითვლება ისტორიაში