უკვე მრავალი კამპანიის მაგალითზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ცნობილი სიუჟეტების რეკლამის ფორმატად ქცევა საინტერესო მეთოდად იქცა. მსგავს მიდგომას ეფუძნება სუპერმარკეტების უზარმაზარი ქსელის, Aldi-ს ახალი ვიდეორგოლიც, რომლის ნარატივიც „კონკიას“ თანამედროვე ვერსიას მიჰყვება.
კრეატიულ სააგენტო TBWA/Paris-თან თანამშრომლობით შექმნილი ფანტასტიკური რეკლამა კლასიკურ ზღაპარს ეფუძნება — კლუბში დაკარგული ფეხსაცმლით დაწყებული, მისი მეშვეობით Aldi-ში ნაპოვნი საყვარელი გოგონათი დასრულებული. ცხადია, ზღაპრული სიუჟეტის მთავარი მიზანი მომხმარებლების ქსელით დაინტერესებაა, თუმცა ამის გათვალისწინების გარეშეც უბრალოდ სასიამოვნო სანახავია.