შაქრის გლობალური ფასი 12-წლიან ნიშნულს მიუახლოვდა. თეთრი შაქრის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4,7%-ით გაიზარდა და ტონაზე 705,5 დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, სააგენტო ამ პროდუქტზე ფასის რეკორდულ ზრდას ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, პაკისტანიდან და ტაილანდიდან მიწოდების შემცირებას უკავშირებს.Bloomberg-ის შეფასებით, ნავთობზე ფასების ზრდის გამო ინდოეთის ქარხნებმა შაქრის ლერწმის ნედლეულის დიდი ნაწილი შესაძლოა, ეთანოლის წარმოებისთვის გამოიყენონ. ასევე, შიდა ფასების ზრდის გამო ნიუ დელიმ არ არის გამორიცხული, მიმდინარე სეზონზე ექსპორტიც შეზღუდოს. მიწოდება იკლებს ბრაზილიიდანაც, რისი მიზეზიც ქვეყანაში ბენზინზე ფასების ზრდაა. ამან მომხმარებლები აიძულა, ბიოსაწვავსა და ეთანოლზე გადართულიყვნენ, რის შედეგადაც შაქრის ლერწმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთანოლის წარმოებას ხმარდება, ხოლო კვების მრეწველობისთვის მისი მიწოდება მცირდება.
შაქრის გაძვირება კი საკონდიტრო ნაწარმისა და ცომეულის ხარჯების ზრდას იწვევს, არადა ეს პროდქუცია ენერგომატარებლებზე, საწვავავსა და მუშახელზე გაზრდილი ხარჯების გამო ისედაც გაძვირებულია.