ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოცადა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რაკეტამ, რომელიც ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს, დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეა რაკეტის გამოცდას „მძიმე პროვოკაციად აფასებს“.
ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საფრთხიდან გამომდინარე მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან. განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც, სადაც აღნიშნულია, რომ შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ვაშინგტონი მკაცრად გმობს.