ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს მე-4 კატეგორიის სიძლიერის ქარიშხალი უახლოვდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ქარიშხალი „ილზა“ საკმაოდ ძლიერი და დამანგრეველი იქნება, რის გამოც ისინი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 275 კმ/სთ-ს მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია წყალდიდობა და მეწყერი.
სპეციალისტების მტკიცებით, „ილზა“ ავსტრალიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება. საფრთხის გამო რეგიონში განგაშის ყვითელი კატეროგია გამოცხადდა.