ამერიკის შეერთებული შტატები და ლატვია თავიანთი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნს შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროები ფრონტის ხაზთან არ იმყოფებიან.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლატვია სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების ფუნქციების შესასრულებლად აგზავნის. კერძოდ, საუბარია უკრაინაში ლატვიის საელჩოს და ტვირთების დაცვაზე.
უწყების მტკიცებით, ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ. მედიის ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე დასავლური ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და ლატვიის სამხედროები იმყოფებიან.