უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრანის კონლიქტს ომის დაწყებიდან დღემდე ორივე მხარეს 354 000-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა - Palitra News

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრანის კონლიქტს ომის დაწყებიდან დღემდე ორივე მხარეს 354 000-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა

2023-04-13 12:22:23+04:00

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით - 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

უწყების ცნობით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის რაიონში გრძელდება. რუსები ცდილობენ ქალაქი სრულად გააკონტროლონ, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ აღწევენ.

უკრიანული მედიის ინფორმაციით, კუპიანსკში სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრანის კონლიქტს ომის დაწყებიდან დღემდე ჯამში ორივე მხარეს 354 000-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვეპრლა.