თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის ძალოსნობის ტურნირი დასრულდა. სპორტული შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვება მე-5 საარტილერიო ბრიგადამ მოიპოვა და მას გუნდური თასი გადაეცა.
ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.