საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა. ჯილდო სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიას კი ვარშავაში ექსპრეზიდენტის თანაპარტიელებიც ესწრებოდნენ.