უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. აეროპორტიდან ცხედარი დაღუპულის მშობლიურ სოფელში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში გადაასვენეს. დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან, ვახტანგ ბარაბაძესთან ერთად საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.