საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელი პროცესი ნივთმტკიცებების გამოკვლევით და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.ერთ-ერთი დაკავებულის, ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ საბოლოო დასკვნების საფუძველზე სასამართლო ყველა დაკავებულისათვის გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.