დღეიდან რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა, თუმცა ახალი რეჟიმი მოქმედებს, - 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვისაც. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებენ