კარლო ანჩელოტის რეალმა ჩელსი 2:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ უფრო გამოკვეთილი ფავორიტი გახდა. "სამეფო კლუბი" აგრძელებს მე-15, სარეკორდო ტიტულისკენ სვლას. ქარიმ ბენზემა ჩელსის კოშმარად იქცა, ხოლო მარკო ასენსიო ჩემპიონთა ლიგის სუპერსათადარიგოა. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, საგოლე კომბინაციაში კარვახალი და ვინისიუსი მონაწილეობდნენ, ბენზემამ კეპას ახლო მანძილიდან გაუტანა. ცუდად დაწყებული პირველი ტაიმის მიმდინარეობის მიუხედავად ამ გოლის შემდეგ ანჩელოტის გუნდისთვის ყველაფერი დადებითად შეიცვალა.
მას მერე, რაც ჩილუელმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, რეალმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა, ვინისიუსის პასით შეცვლაზე შესულმა ასენსიომ გაიტანა - 2:0. საპასუხო მატჩი ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" 6 დღის შემდეგ, 18 აპრილს გაიმართება. ამრიგად ქარიმ ბენზემამ ჩელსის მეხუთე დაპირისპირებაში მე-6 გოლი გაუტანა. მარკო ასენსიომ კი ჩემპიონთა ლიგაზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაზე მეტი - 9 გოლი გაიტანა.