ლეგენდარული როდ სტიუარტი, რომელიც ავსტრალიურ ტურნეში იმყოფება, მეუღლეზე, პენი ლანსკასტერზე ხელმეორედ დაქორწინდა. სტიუარტი და ლანკასტერი 2007 წლიდან ერთად არიან, თუმცა მათ ამ ჟესტით ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ისინი ქორწინებაში თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.
როგორც დასავლური მედია წერს, 79 წლის მუსიკოსმა და მისმა 52 წლის რჩეულმა ხელმოწერის სიმბოლური ცერემონია შვილების გარემოცვაში ჩაატარეს.
წყვილმა, რომელიც 2007 წლიდან ერთადაა, 10 წლის იუბილეც პომპეზურად აღნიშნა, ამჯერად კი მათ, ქორწინების 16 წლის იუბილეზე, ახლიდან დაქორწინება გადაწყვიტეს.